LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: „ოპოზიციის შოუებისთვის დრო არ გვაქვს“

155
რეჯეფ თაიფ ერდოღანი

„ოპოზიციის მცდელობა შიდა დაპირისპირება, ან კანონთან დაკავშირებული პრობლემები, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საკითხად წარმოაჩინოს, ფარისევლობის პიკია – ჩვენ არც პირადად, არც როგორც პარტიას და არც როგორც ალიანსს არ გვაქვს დრო ოპოზიციის შოუებისთვის“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა  განაცხადა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ერდოღანმა საკუთარი პარტიის წევრებთან, ყოფილ პარლამენტარებთან შეხვედრაზე, ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტირებისას თქვა, რომ ოპოზიციის ამბიციამ და სურვილმა, ფაქტობრივად, მათი გონება დაატყვევა.

„მათ წონასწორობა დაკარგეს იმ დონემდე, რომ თავს ესხმიან ჩვენს პოლიციას და ემუქრებიან მოსამართლეებს, პროკურორებს და სასამართლოებს.

ოპოზიციური პარტია თავისი „რესპუბლიკური სახალხო პარტიით“, მედიით და სხვა სტრუქტურებით არასოდეს პასუხობს სასამართლო ხელისუფლების ბრალდებებს, იქნება ეს დიპლომის საკითხზე თუ კორუფციასა და ქურდობაზე. ვერ პასუხობენ“, – აღნიშნა ერდოღანმა.

Associated Press – თურქეთის პოლიციამ სტამბოლის მერი დააკავა

ხელისუფლებამ სტამბოლის გარშემო გზები დაკეტა და მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში ქალაქში დემონსტრაციების ჩატარება აკრძალა.

მისივე თქმით, ამის ნაცვლად ოპოზიცია საკუთარი პროვოცირებისა და ერის მოტყუების მარტივ გზას მიმართავს.

„თუ ამბობენ, ძმაო, ეს დიპლომი პროცედურების შესაბამისად მიღებული საბუთია; ამის განხილვა შესაძლებელია ჩვენი შესაბამისი მეგობრების მეშვეობით და სამართლებრივი არგუმენტებით.

„არ გამოვიჩენთ უპატივცემულობას ჩვენი ერის გადაწყვეტილების მიმართ და არ ვიმოქმედებთ ეროვნული ნების საწინააღმდეგოდ“ – ერდოღანი თურქეთის მუნიციპალურ არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებაზე

ანალოგიურად, თუ ამბობენ, ძმაო, მუნიციპალიტეტში არ არის ქურდობა, კორუფცია, უკანონობა, უსამართლობა, ბნელი და რთული ურთიერთობები – ამაზე საუბარი და ამის განხილვა შესაძლებელია ექსპერტების მეშვეობით და იურიდიული მტკიცებულებების ფონზე, მაგრამ ისინი ამას არ აკეთებენ, არ შეუძლიათ“. – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, სტამბოლის მერი, რომელიც თურქეთის მთავარი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ წევრია, კორუფციასთან და ტერორიზმთან სავარაუდო კავშირების შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ორი დღის წინ პოლიციამ დააკავა.

იმამოღლუსთან ერთად, დააკავეს 105 პირიც, რომელთა უმეტესობა სტამბოლის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები არიან.

მანამდე, სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს დიპლომი სხვადასხვა დარღვევების გამო ბათილად ცნო და ამ ნაბიჯით, ფაქტობრივად, თურქეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ჩამოართვა. სტამბოლის მერის დაკავებას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g