LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მიწვევით, ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება“ – ელჩი

133
Untitled design

თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციაც დაესწრება – ამის შესახებ თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ერდოღანს არჩევნების პირველ ტურში მიღწეული წარმატება მიულოცა 

ელჩის თქმით, ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიას მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ლიდერი დაესწრება:

„თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მიწვევით ანკარაში საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.

გაიმართება ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია, რომელსაც დაესწრება მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ლიდერი.

მათ შორის აღსანიშნავია აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ბულგარეთის პრეზიდენტი, მონტენეგროს პრეზიდენტი, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ასევე ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები. ასევე, შუა, ცენტრალური აზიის და შორეული აზიის ქვეყნების ლიდერები.

როგორც მოგეხსენებათ, თურქეთი არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა, ჩვენი მეგობარი ქვეყანა და ასევე სტრატეგიული მოკავშირე“, – განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.

ცნობისათვის, თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაცია დღეს იმართება.

magti 5g