„რეკომენდაციები სრულად არის შესრულებული, გარემო არის უსაფრთხო და სააუდიტორიო სივრცეები მომზადებულია სტუდენტების მისაღებად“,-ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა.
მისი თმით, მონიტორინგი, როგორც სამინისტროს, ასევე, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ, სისტემატურ რეჟიმში მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტად მიმდინარეობს.
15 მარტიდან უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს საშუალება ეძლევათ, სრულად აღადგინონ საგანმანათლებლო საქმიანობა და სალექციო სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლონ.