ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, საქართველოში, რელიგიურ დღესასწაულებზე ვირუსის ფართოდ გავრცელების ფაქტები არ არსებობს. მისი თქმით, დღესასწაულების პერიოდი “მშვიდობიანად ჩავიარეთ”. ცერცვაძემ ამის შესახებ “აჭარის მაუწყებლის” ეთერში ისაუბრა. მისი შეფასებით, მოსახლეობამ და ეკლესიამ სწორი პოზიცია გამოავლინა, რაც შედეგზე აისახა.
“იყო ერთეული შემთხვევები, მაგრამ ეს ყველგანაა. ძალიან კარგი და კეთილგონივრული რეაქცია ჰქონდა მოსახლეობას მთავრობის რეკომენდაციებზე, ეკლესიამაც ძალიან სწორი და კარგი პოზიცია დაიკავა და ფაქტობრივად, ეს საკმაოდ რთული პერიოდი, რომელიც შეიძლება გამხდარიყო ეპიდემიის მატების საფუძველი, მშვიდობიანად ჩავიარეთ. რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებული არავითარი მატება არ აღინიშნება”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.