LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რელიგიურ ქვეყნებში მოსწავლეები მათემატიკასა და მეცნიერებებში სუსტები არიან

117

რელიგიურ ქვეყნებში მოსწავლეები მეცნიერებებსა და მათემატიკაში უარეს შედეგებს აჩვენებენ, ვიდრე აგნოსტიკურ, ან ათეისტურ ქვეყნებში, ამის შესახებ ახალ კვლევაშია ნათქვამი.

„ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა რელიგიურია, განათლების მაჩვენებელი შედარებით დაბალია,“ – განაცხადა კვლევის თანაავტორმა,პროფესორმა გიჯსბერტ სტოეტმა „ინდეფენდენთთან“.

ის ურჩევს ხელისუფლებებს, გაზარდონ განათლების სტანდარტები და ხელი შეუწყონ რელიგიის დისტანცირებას სკოლებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან.

კვლევა ლიდს ბეკეტისა და მისურის უნივერსიტეტების თანამშრომლებმა ჩაატარეს. მათი თქმით, საშუალო სკოლებში რელიგიური განათლება მოსწავლეების შედეგებზე უარყოფითად აისახება.

კვლევის შედეგები ჟურნალში Intelligence გამოქვეყნდა. 82 ქვეყანა „რელიგიური ქულით“ 0-დან 10 ბალამდე შეაფასეს და აკადემიურ მოსწრების მონაცემები შეადარეს.

სკოლებში რელიგიური განათლების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი არის ჩეხეთში, იაპონიაში, ესტონეთში, შვედეთსა და ნორვეგიაში.

ყველაზე რელიგიური ქვეყნები კი იორდანია, იემენი, ეგვიპტე,ინდონეზია და ყატარი აღმოჩნდა.

პროფესორმა სტოეტმა და დოქტორმა დევიდ ჯეარიმ შეაჯერეს მოსწავლეების საერთაშორისო შეფასების (PISA) და მათემატიკის და მეცნიერებების საერთაშორისო ტენდენციების (TIMSS)  შედეგები. შემდეგ კი ქვეყნების რელიგიურობის დონე „მსოფლიოს ღირებულებების კვლევის“ და „ევროპის სოციალური კვლევის“ მიხედვით გაზომეს.

შედეგად აღმოჩნდა, რომ რელიგიურ ქვეყნებში მეცნიერების დაბალი მაჩვენებელი იყო, რადგან ევოლუცია და ტრადიციული რწმენები ერთმანეთს უპირისპირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g