პასკის რელიგიურ დატვირთვაზე, ასევე მისი გაფორმების ვარიაციებზე არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე) mshoblebi.ge-ს ესაუბრა.
„პასქა, თავისი არსით, არ არის რელიგიური პური. იგი საეკლესიო პურის – არტოსის- ხალხური ვარიაციაა, რომელიც შედარებით გვიან შემოვიდა ტრადიციაში. პასკა არის საგანგებოდ გამომცხვარი, აფუებული, ტკბილი პური, რომელიც მდიდარია ინგრედიენტებითა და სურნელოვანი სანელებლებით. თუმცა, მიუხედავად მისი საერო ბუნებისა, ხალხურმა ტრადიციამ მას უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა მიანიჭა: პასქა სიმბოლურად გოლგოთას აღნიშნავს – სწორედ იმ ადგილს, სადაც კაცობრიობის გამოხსნა მოხდა. სახელწოდება „პასქაც“ სწორედ დღესასწაულის სახელიდან – პასექიდან (გამოხსნიდან) მომდინარეობს. უფლის მკვდრეთით აღდგომამ ადამიანებს უკვდავება მოუტანა, რის შემდეგაც განიღო სასუფევლის კარი, რომელიც მანამდე დახურული იყო. პასკის აფუებული, მაღალი ფორმა და ტკბილი გემო იმ სულიერი სიხარულისა და მადლის გამომხატველია, რომელიც სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას მოჰყვა“, – განმარტავს არქიმანდრიტი.
რაც შეეხება პასკის მორთვა-გაფორმებას, როგორც სასულიერო პირი აღნიშნავს, ამ მხრივ „არაფერი შავდება“.
„არანაირი რელიგიური შეზღუდვა არ არსებობს. პასქის მორთვა-გაფორმება ადამიანების მხრიდან დღესასწაულის კიდევ უფრო მეტად გალამაზების სურვილია და ამით არაფერი შავდება“.
