LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რენატუს ჯგუფი ხონის რაიონში 30 ადამიანს დაასაქმებს

185

ხონის მუნიციპალიტეტში კაკლოვანი კულტურების გადამამუშავებელი საწარმო შექმნება. საქართველოს მთავრობამ შპს „რენატუს ჯგუფს“ სოფელ ივანდიდში 10833 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 54 ათას ლარად მიჰყიდა.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, კომპანიას ასევე დაევალა მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება. ადგილზე არანაკლებ 30 ადამიანი უნდა დასაქმდეს.

საპრივატიზებო თანხის გადახდა კი შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მოხდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g