რენე ზელვეგერმა „ბრიჯიტ ჯონსის“ ახალი ფილმი ამჯერად ლონდონში წარადგინა. 48 წლის ლამაზმანი ბრწყინავდა „ბალმეინის“ ვარდისფერ საღამოს კაბაში, რომელიც ბრენდის 2000 წლის შემოდგომის კოლექციიდან არისა შერჩეული. ანსამბლს ოსკაროსანმა მსახიობმა ულამაზესი ხავერდის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა, რომელიც ატლასის კაბას კიდევ უფრო ლამაზს ხდიდა. ეს გახლდათ ქალთევზას სტილის კაბა, რომლის გრძელ შლეიფსაც ზელვეგერი თავად უმკლავდებოდა წითელ ხალიჩაზე.
პრემიერას ესწრებოდნენ ჰიუ გრანტი და ლეო ვუდალიც, რომლებიც ახალ ფილმში „ბრიჯიტ ჯონსი: შეშლილი ბიჭი“ მთავარ როლებს ასრულებენ. საინტერესოა, რომ ფილმის დასრულებას ახლდა წვეულება, რომელზეც რენე უკვე თავის შეყვარებულთან 45 წლის ანტ ენსტენდთან ერთად დაესწრო, წყვილი კლუბიდან ხელჩაკიდებული გამოვიდა. სწორედ აქ შენიშნეს პაპარაცებმა რენეს თითზე ახალი ბეჭედი, რამაც კიდევ უფრო გაამყარა ჭორები მსახიობისა და მისი რჩეულის ნიშნობაზე.
რენე ზელვეგერი, ჰიუ გრანტი და კოლინ ფერტი „ბრიჯიტ ჯონსის“ ახალი ფილმის თრეილერში
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/01/2025-01-30_14-54-37_473638-573x1024.jpg)
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/01/2025-01-30_14-54-48_941193.jpg)
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/01/2025-01-30_14-56-59_058809.jpg)