ექვსწლიანი პაუზის შემდეგ მსახიობი რენე ზელვგერი ეკრანზე დაბრუნდა. მისი ახალი ფილმში „ბრიჯიტ ჯონსის ბავშვი“ საკმაოდ რეზონანსულია, რადგან მაყურებელი აქტიურად ელის საყვარელი გმირის ისტორიის გაგრძელებას. ცნობილია, რომ ახალ ფილმში ბრიჯიტ ჯონსი ბავშვს ელოდება და მისი პარტნიორები სურათში კოლინ ფერტი და პატრიკ დემპსი არიან.
ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა საკუთარ როლზე ისაუბრა და განმარტა, რას ფიქრობს შვილებთან დაკავშირებით: „არასოდეს მიფიქრია რაიმე ხერხისთვის მიემართა, რათა ბავშვი მყოლოდა. მე ყოველთვის ღია ვარ სიახლეებისთვის. მაინტერესებს, რა იქნება მომავალში. ქალებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის თავისუფლება. მათი საკუთარი ნებაა განსაზღვრონ პრიორიტეტები. ქმრისა და შვილის ყოლა უკვე დიდი ხანია აღარაა ქალის წარმატებისა და ბედნიერების საწინდარი. ბედნიერებისთვის სულაც არაა აუცილებელი გყვადეს შვილები “
შეგახსენებთ, რომ ზელვეგერი ოთხი წელია რაც მუსიკოს დოილ ბრემხოლს ხვდება. გასული წლის თებერვალში მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წყვილი შორდებოდა, თუმცა ჭორები არ დადასტურდა.