„ბრიჯიტ ჯონსის ბავშვის” მსახიობები, რენე ზელვეგერი დ პატრიკ დემპსი ამჯერად იაპონიაში იყოფებიან. მსახიობები აეროპორტში ერთად დააფიქსირეს, როცა ისინი ქვეყანაში ფილმის პრემირისთვის ჩაფრინდნენ. რენე ზელვეგერი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა სპორტულ ქურთუკში, ელასტიკსა და ბოტასებში. მსახიობს თავზე კეპი ეხურა და უღიმოდა ცნობისმოყვარე პაპარაცებს.
ჩვეულ ბრინატულ სტილში იყო გამოწყობილი პატრიკ დემპსი. მსახიობმა მგზავრობისთვის სპორტულ სტილს აკადემიური შეუთავსა. „გრეის ანატომიის“ ვარსკვლავი ზურგჩანთით გამოჩნდა ფოტოგარფებთან.
შეგახსენებთ, რომ ფილმ „ბრიჯიტ ჯონსის ბავშვის“ პრემიერა უკვე რამდენიმე ქვეყანაში შედგა. ამჯერად მორიგი ჩვენება იაპონელი მაყურებლისთვის გაიმართება.