LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეპრესიები დაიწყო“ – დეკანოიძე, სანიკიძე, ქარდავა და ღლონტი გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებენ

171
awyy

20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენლები შსს-ში, მოწმის სტატუსით, გამოკითხვაზე დაიბარეს.

ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, გუბაზ სანიკიძე და ირაკლი ღლონტი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

ოპოზიციის ლიდერები შსს-ში სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით არიან გამოკითხვაზე დაბარებული

ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, რომ  უწყებაში გამოკითხვაზე არ მივლენ. ისინი ამბობენ, რომ ყველა კითხვაზე პასუხს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გასცემენ.

„აუცილებლად მივალ სასამართლო დარბაზში მაგსიტრატ მოსამართლესთან და გავცემ კითხვებს პასუხს, ვინაიდან საზოგადოებამ ამ საქმის გარშემო ყველა დეტალი უნდა იცოდეს. ძალიან დიდი უტიფრობაა, როცა თვითონ გახარია იძიებს გავრილოვის ღამესთან დაკავშირებულ მოვლენებს, როცა თვითონ უნდა იყოს ამ მოვლენებზე პასუხისმგებელი“, – აცხადებს ipn-თან დეკანოიძე.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური მოძრაობის „გამარჯვებული საქართველოს“ წევრის გუბაზ სანიკიძის განცხადებით კი ,ხელისუფლება ცდილობს, რეპრესიები განახორციელოს და პატრიოტი ადამიანები დააპატიმროს.

„საქმეს მაგისტრ მოსამართლესთან გადავამისამართებ და მერე ვნახოთ. რადგან ასე დამკვიდრდა, რომ მაგისტრ მოსამართლესთან სჯობია, ასე ჩავთვალე საჭიროდ.რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ოკუპირებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ქვეყანას მართავს კოლაბორაციონისტი ხელისუფლება და სახელმწიფო გადატრიალება გრძელდება. ბიძინა ივანიშვილი არის მთავარი გადამტრიალებელი. ეს არის არალეგიტიმური ხელისუფლება. არალეგიტიმური და მოღალატე ხელისუფლება გულისხმობს ქვეყნის მოყვარული და პატრიოტი ადამიანების დაპატიმრებას, ციხეში ჩაგდებას, რეპრესიებს და ასე შემდეგ. რეპრესიები დაიწყო საქართველოში. ახლა მივდივარ შსს-ში და მოვითხოვ საქმე მაგისტრ მოსამართლესთან გადავიდეს.“ – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

გამოგონილ შეთქმულების თეორიად აფასებს დაწყებულ გამოძიებას ირაკლი ღლონტი.

„კი ბატონო, მივალთ და ვეტყვით, რომ ჩვენ, გავრილვს, პუტინს და პუტინის ხელდასმულ მონებს საქართველოში არ ვაბუინებთ. მზად ვარ ნებისმიერ კითხვაზე ვისაუბრო,“-განაცხადა რუსთავი 2- თან ირაკლი ღლონტმა.

ხატია დეკანოიძე, გუბაზ სანიკიძე ბაჩუკი ქარდავა და ირაკლი ღლონტი გამოკითხვაზე გუშინ დაიბარეს. მათ საგამოძიებო უწყებაში დღეს, 12:00 საათზე ელოდებიან.

შეგახსენებთ, გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის მუხლით მიმდინარეობს . ამავე საქმეზე გმაოკითხვაზეა დაბარებული ირაკლი ოქრუაშვილიც.

პროკურატურამ 20 ივნისის ამ საქმეზე ბრალი ენმ-ის ლიდერ ნიკა მელიას წაუყენა.

magti 5g