ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს ხელოვნური სუნთქვის 30 აპარატი გადასცა. მინისტრი ამბობს, რომ აპარატების რაოდენობა კიდევ გაიზრდება. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ მედიასთან აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში შემოიტანენ ე.წ “ეკმოს” აპარატებსაც.
ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა – რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის ლევან გოფოძის თქმით, ამ ეტაპზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში 50-მდე პაციენტი რჩება, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
კვირის ბოლოს მოსახლეობის აგრესიულ ტესტირებას დავიწყებთ - ჯანდაცვის მინისტრი
როგორც მან აღნიშნა, სწრაფ ტესტებს ქვეყანა ჩინეთიდან ელოდება.
სასუნთქი აპარატი ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო რეკვიზიტია, რაც ახალი ვირუსის გართულების შემთხვევაში შესაძლოა პაციენტს დასჭირდეს.
