LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ბოლოს მოსახლეობის აგრესიულ ტესტირებას დავიწყებთ – ჯანდაცვის მინისტრი

27514
unnamed (1)

“კვირის ბოლოს გვექნება შესაძლებლობა, რომ მოსახლეობის აგრესიული ტესტირება დავიწყოთ,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სწრაფ ტესტებს ქვეყანა ჩინეთიდან ელოდება.

ხვალ საღამოს გვეცოდინება, არსებობს თუ არა ეპიდემიის რისკი, რომელსაც ვშიშობდით და ვვარაუდობდით – ჯანდაცვის მინისტრი

„ჩვენ მივიღეთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია, რომ მოხდეს მოსახლეობის აგრესიული ტესტირება. შესაბამისად, წინა კვირიდან უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები იმ ქვეყნებთან, რომლებსაც საუკეთესო გამოცდილება აქვთ, რომ დამატებითად მივიღოთ ის სწრაფი ტესტები, რომლითაც ჩვენი მოსახლეობის აგრესიული ტესტირება მოხდება. დღესდღეობით, ეს ქვეყანა არის ჩინეთი. ახლა მხოლოდ ტრანსპორტირების თემაა დასარეგულირებელი და კვირის ბოლოს გვექნება შესაძლებლობა, რომ მოსახლეობის აგრესიული ტესტირება დავიწყოთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

არ უნდა შევქმნათ ფუჭი მოლოდინები და გავალამაზოთ რეალობა, ქვეყანაში იწყება შიდა გავრცელება და ყველა მოქალაქე უნდა იყოს მზად - გახარია

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის გავრცელება არის გლობალური გამოწვევა, რომელსაც ყველა სახელმწიფომ პასუხისმგებლიანი მიდგომით უნდა უპასუხოს.

ტიკარაძის განცხადებით, ტესტი იმ მოქალაქეებსაც ჩაუტარდებათ, რომლებიც თავს ცუდად გრძნობენ და რომლებსაც არ აქვთ არც მოგზაურობის და არც დაინფიცირებულებთან კონტაქტის ისტორია.

„აქედან გამომდინარე, მაინც ვთხოვ მოსახლეობას, რომ გაითვალისწინონ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამ კვირაში, მომავალ კვირაში უკვე გვექნება შემთხვევები, სადაც უკვე არის დიდი ალბათობა, რომ ვერ გავალთ პირველწყაროზე – ამირან გამყრელიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები