LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რესპუბლიკური პარტია” 14 ოქტომბრის აქციას არ შეუერთდება – სამნიძე

88
ხათუნა სამნიძე

“ლელოსა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” შემდეგ, ახლა უკვე “რესპუბლიკურ პარტიაში” აცხადებენ, რომ 14 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას არ შეუერთდებიან.

როგორც პარტიის ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, სოლიდარობას უცხადებენ მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებს, თუმცა პარტია აქციას არ უერთდება:

“მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი. ამას მოწმობს, პრემიერ-მინისტრის განცხადებებიც, რომელიც მიზანმიმართულია ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დისკრედიტაციისკენ. სოლიდარობას ვუცხადებთ მის მხარდამჭერებს.

“რესპუბლიკური პარტია” 14 ოქტომბრის აქციას არ უერთდება, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

შეგახსენებთ, 14 ოქტომბერს “ნაციონალური მოძრაობა” აქციას მართავს. როგორც პარტიაში აცხადებენ, აქცია არ არის კონკრეტულად “ნაციონალური მოძრაობის” და ის არის ყველა იმ ადამიანის, რომელიც თვლის, რომ დღეს ქვეყანაში უსამართლობაა გამეფებული და მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი უკანონო პატიმარია და უნდა გათავისუფლდეს.

უდუმაშვილი 14 ოქტომბრის აქციაზე: ეს არის საყოველთაო აქცია, ამაში ყველა დარწმუნდება, როდესაც დაინახავს ხალხის რაოდენობას

ამავე თემაზე:

მანჯგალაძე: თუ “ნაციონალური მოძრაობა” კერძო აქციას ჩაატარებს, ჩანგალზე ვერ მივალთ

14 ოქტომბრის აქციას “ლელო” არ უერთდება: “სააკაშვილი იმსახურებს სამართლიან სასამართლოს”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g