LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესპუბლიკურში მოთავსებული სამი ახალი პაციენტიდან ორი რუსთავის კლასტერიდანაა

182
Capture

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც გოფოძემ აღნიშნა, სამივე მათგანი სხვა პაციენტებისგან განცალკევებულად არის მოთავსებული. ახალი ინფიცირებულებიდან ორი რუსთავის კლასტერია.

“ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 45 პაციენტია, გუშინდელი ტესტირების შემდეგ 3 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს პაციენტები ცალკე იმყოფებიან. არც ერთ მათგანთან დაავადება მძიმე ფორმით არ მიმდინარეობს”, – განაცხადა გოფოძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 148-ს მიაღწია. უკვე გამოჯანმრთელდა 27 პაციენტი. 5 392 ადამიანი კარანტინის რეჟიმშია, ხოლო  319, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ.

ასევე იხილეთ:

მოქალაქეები ვერ იაზრებენ რა შეიძლება მოხდეს, თუ მაქსიმალურად არ დაემორჩილებიან საკარანტინო ზომებს

ქვეყნის მასშტაბით უკვე 20 კლინიკა არის მობილიზებული, რომ კორონავირუსით პაციენტები მიიღოს – მინისტრი

სიტუაცია მძიმდება, ტემპიც სულ უფრო სწრაფი ხდება – გიორგი გახარია

<