LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიტუაცია მძიმდება, ტემპიც სულ უფრო სწრაფი ხდება – გიორგი გახარია

699
esss

“დღეს, სამწუხაროდ, გვაქვს 18 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გუშინ გვქონდა 15. აშკარაა, რომ სიტუაცია, გარდა იმისა, რომ მძიმდება, ამასთან ერთად, ტემპიც სულ უფრო და უფრო სწრაფი ხდება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, უკვე ნათლად იკვეთება, რომ ძირითადი დატვირთვა ჯანდაცვის სამინისტროსა და ჰოსპიტალურ სექტორზე გადადის და შესაბამისად გარკვეული ზომებია მისაღები.

ხვალიდან ეკლესიები 20:00 საათზე დაიკეტება, ლოცვები 16:00 საათზე დაიწყება – პატრიარქის რეკომენდაცია

გახარიამ ჯანდაცვის სამინისტროს უახლოესი 2 დღის განმავლობაში ჰოსპიტალური სექტორის სრული მზაობის შემოწმება დაავალა.

“ჩვენ გვყავს დაახლოებით 1 200 სოფლის ექიმი და დაახლოებით 2 000 ოჯახის ექიმი. სად არიან ეს ადამიანები, რას აკეთებენ, რამდენად არიან მზად და როგორ არის გაშლილი ეს ინფორმაცია? როგორია ამ ადამიანების ტრეინინგები და მათი მზაობა, ცხელებასთან გამოწვეული პრობლემების გამკლავებაში? ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ერთადერთი, რომელსაც შეუძლია ჯანდაცვის სისტემაზე, ჰოსპიტალურ სისტემაზე ზეწოლა შეამსუბუქოს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში “კოვიდ 19”-ით ინფიცირებულთა რიცხვი 148-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 27 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 5392 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 319.

საქართველოს მაგალითი აჩვენებს, რომ კორონავირუსის შეჩერება შესაძლებელია: Foreign Policy

პოპულალურები