LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესტორან “შატროში” საქველმოქმედო აქცია გაიმართება

57

პარასკევს, 25 მარტს რესტორან “შატროში” ერთი წლის დემეტრე გიორგბერიძისათვის საქველმოქმედო საღამო გაიმართება.  საღამოში მონაწილეობას მიიღებენ:  შვიდკაცა, თეატრალურის კვარტეტი,  ჯგუფი “ძმები”,  ანსამბლი “ფაეტონი”,  დათო არჩვაძე,  ნატო გელაშვილი, მაგდა ნიკოლეიშვილი, მალალო ლორთქიფანიძე და ნათია ბუბაშვილი. საქველმოქმედო ღონისძიებას გიგა ბატკუაშვილი წაიყვანს.

დემეტრე უკვე ოთხი თვეა იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფება და იტარებს მკურნალობას დიაგნოზით ბრონქო პულმუნალური დისპლაზია, მართვითი სუნთქვიდან მოხსნის შემდეგ მისი ნერვოლოგიური მონაცემები შეიცვალა, ესაჭიროება საზღვარგარეთ გადაყვანა. რეაბილიტაციისთვის კი საჭიაროა  40 000$ .

დახმარების მსურველებს შეუძლიათ გადარცხონ თანხა, საქართველოს ბანკის ანგარიშზე : GE31BG0000000795321100, მიმღები ნათია ცინცაძე. გარდა ამისა, ”ჯეოსელის”, ”ბილანის” და ”მაგთის” აბტონენტებს შეუძლიათ დარეკონ შემდეგ ნომრებზე:  ”ჯეოსელი” – 0901701064,
”ბილაინი”-  0901701064,  ”მაგთი”-  0901701064 … ზარის ღირებულება შეადგენს ერთ ლარს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g