LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესტორანი, რომელიც თქვენს ამაღლებულ განწყობაზე ზრუნავს

140

რესტორანი ”ელარჯი” მომხმარებელს სოფლის ნატურალური პროდუქციით დამზადებულ კერძებს სთავაზობს.  ყურადღება ძირითადად მეგრულ სამზარეულოზეა გამახვილებული, თუმცა მენიუ საქართველოს სხვა დანარჩენი კუთხეების კერძებსაც მოიცავს. როგორც ”ელარჯის” გენერალურმა დირექტორმა მიშა ბარამაშვილმა განაცხადა, რესტორანში სხვადასხვა სახეობის ყველიც იწარმოება, მათ შორის სულგუნი.

მისივე ინფორმაციით, ”ელარჯი” პრემიუმ კლასის რესტორანია, სადაც კლიენტების მომსახურებაზე კვალიფიციური კადრები ზრუნავენ. გარდა ამისა, აქ მისულ სტუმრებს განწყობის ამაღლების შესაძლებლობაც აქვთ. მიშა ბარამაშვილის თქმით, რესტორანი მომხმარებელს შემსრულებლებთან დაკავშირებით მუდმივად სთავაზობს სიახლეებს.  3 დეკემბერს ”ელარჯში” მისული სტუმრების განწყობაზე ჯგუფი ”ქუჩის ბიჭები” იზრუნებს.

რესტორანი თბილისთან ახლოს, ნატახტარში მდებარეობს.  იგი 2016 წლის ივლისში გაიხსნა და ამ დროისთვის იქ 20 ადამიანია დასაქმებული. როგორც რესტორნის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, საზოგადოების მხრიდან თბილისში ”ელარჯის” გახსნაზე დიდი მოთხოვნაა, შესაბამისად, სამომავლოდ ახალი ფილიალის დაარსებაც იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები