შეცვლიან თუ არა რესტორნები 6 თებერვალს თვითნებურად გახსნის გადაწყვეტილებას, ხვალ გახდება ცნობილი. როგორც რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე ამბობს, დღეს საღამოს სამუშაო შეხვედრას გამართავენ და გადაწყვეტილებას სწორედ ამ შეხვედრაზე მიიღებენ. „ხვალ, 11:30-ზე მექნება ბრიფინგი, სადაც დეტალებზე ვისაუბრებ“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას.
