LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესტორნების პროტესტი – დღეს 200-მდე ობიექტი ონლაინ მუშაობს წყვეტს

108
RESTORNEBI

რესტორნების დიდი ნაწილი დღეს  დროებთ, კერძოდ კი, 24 საათით ონლაინ მუშაობას წყვეტს. რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე განმარტავს, რომ მათ მთავრობის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები და კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში აქვთ, თუმცა ჯერჯერობით ამას კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია. სწორედ ამიტომ რესტორნებმა პროტესტი ასეთი ფორმით გადაწყვიტეს.

ბურჯანაძე ამბობს, რომ შემოთავაზებები არის, რომ რაღაცას გააკეთებენ, მაგრამ ფაქტია, ჯერჯერობით სიტუაცია არ იცვლება. რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ ეკონომიკურ გუნდს სურს გახსნა, მაგრამ “ეპიდემიოლოგების ყალბ ავტორიტეტს ვერ აბიჯებს”. 

მისი თქმით, დღეს 15 საათზე სტუმარ-მასპინძლობის სფერო, 198 რესტორანი თბილისში მთავრობის კანცელარიის წინ სამთო კურორტების წარმომადგენლების მიერ დაგეგმილ აქციასაც შეუერთდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები