LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რევაზ ბოჭორიშვილი: „არც ქართული სუფრა და არც ყოფა არ არის ჯანსაღი, ამიტომ ლიდერობს საქართველო გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან გამოწვეული სიკვდილიანობით…“

197
bojorishvilinews

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი, სოციალურ ქსელში მორიგ სამედიცინო სტატუსს აქვეყნებს, რომელიც საქართველოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან გარდაცვლილი პაციენტების მაღალ მაჩვენებელს ეხება და ამ სტატისტიკასაც განმარტავს.

„დილას „ფეისბუქზე“ ვნახულობ-თქო ახალ ამბებს. როგორ მინდა ხოლმე, „გული არ გამისკდეს“…

დღეს, პირდაპირი მნიშვნელობით, „გულის გასკდომაზე“ არ ამოხტა რამდენიმე პოსტი? აღარც გავაზიარებ.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან გამოწვეული სიკვდილიანობით საქართველო ლიდერობს, არამარტო რეგიონში, აზიაში და განვითარებად ქვეყნებს შორის…

საქართველოში ბევრი საუკეთესო სპეციალისტია ამ სფეროსი (ბევრი სფეროსი), მაგრამ სისტემა ჯანდაცვის, როგორც ასეთი, ვერ ჩამოყალიბდა. ეს ერთ-ერთი მიზეზია, მაგრამ არა მთავარი, ჩემი აზრით. და ახლა ამაზე არ გავაგრძელებ.

გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების დიდი ნაწილის მიზეზი არაჯანსაღი კვება და ზოგადად არაჯანსაღი ცხოვრების წესია, ანუ პრევენცია შესაძლებელია და განვითარებულ ქვეყნებში სწორედ ამაზეა დიდი აქცენტი.

კიდევ რომ არ წამომაძახონ, შენს საქმეს მიხედეო, ვიტყვი, მედიცინის ანა-ბანაა ეს, ყველა ექიმმა რომ უნდა იცოდეს. და არა მარტო ექიმმა.

ჰოდა, მთავარი ახსნა საქართველოს მორიგი „წარმატებული რეიტინგის“ აქ არის… არც ქართული კვება (სუფრა) და არც ზოგადად ყოფა არ არის ჯანსაღი. ან უნდა გავიაზროთ, ან გავაგრძელოთ ეს „ლიდერობა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები