LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რევლონი ფართოვდება: ამერიკული ბრენდის სტენდი ისთ ფოინთშიც იხსნება

805

ბრენდი, რომელსაც საერთაშორისო დონის ვარსკვლავები წარადგენენ, საქართველოში ფართოვდება.

Revlon-მა თბილისში უკვე მეორე სტენდი, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სავაჭრო ცენტრში “ისთ ფოინთში” გახსნა. მისი ოფიციალური პრეზენტაცია პარასკევს გაიმართება.

სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი ახალი, ამერიკაში დამზადებული პროფესიონალური სტენდი 170 დასახელების პროდუქტს აერთიანებს: როგორც თმის საღებავებს, ასევე დეკორატიულ კოსმეტიკას.

როგორც “ფორტუნასთან” საქართველოში რევლონის წარმომადგენელმა ნინო გოგოლაძემ განაცხადა, ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე, ისთ ფოინთში რევლონის ახალი პროდუქტები გათამაშდება, მათ შორის ტუჩის კარაქები და HD მბზინავი ტუჩსაცხები.

ბრენდის წარმომადგენლის თქმით, რევლონს კიდევ ერთი სიახლე აქვს –  ბრენდსტენდზე პროდუქციის შეძენის გარდა, მომხმარებელს უკვე საშუალება აქვს პროფესიონალური მაკიაჟის მომსახურებით ისარგებლოს.

აღნიშნული სერვისი ჯერ მხოლოდ თბილისი მოლში დაინერგა, თუმცა ნინო გოგოლაძის თქმით, მოთხოვნის შესაბამისად, მომხმარებელს ვიზაჟისტის მომსახურებას “ისთ ფოინთშიც” შესთავაზებენ.

პროფესიონალური მაკიაჟის ფასი 30 ლარიდან 70 ლარამდე მერყეეობს.

რევლონი ამერიკული ბრენდია, რომელსაც პატენტი ანალოგი არ აქვს. საქართველოში ”რევლონის” პირველი წარმომადგენლობითი ობიექტი “თბილისი მოლში” მარტში გაიხსნა.

როგორც საქართველოში მისი წარმომადგენლები ამბობენ, ბრენდს უკვე ერთგული მომხმარებლებიც ჰყავს.

“ქართველები ძირითადად ტონალურს ანიჭებენ უპირატესობას. ასევე გვყავს ძალიან ბევრი უცხოელი მომხმარებელი, გასაკუთრებით არაბები, რადგან ისინი ყოველდღიურად პროფესიონალურ მაკიაჟს ატარებენ და თან უკვე დიდი ხანია ამ ბრენდს იცნობენ. რევლონის მრავალფეროვანი ხაზის შესაბამისად, ყველა ასაკის მომხმარებელი გვყავს”, – განაცხადა ნინო გოგოლაძემ “ფორტუნასთან”.

მისი თქმით, რევლონი მომხმარებელს მუდმივად მასზე მორგებულ სიახლეებსა და აქციებს სთავაზობს. ამჟამად პროდუქციის შეძენა საშემოდგომო აქციის ფარგლებშია შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები