LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეზო ჩხიკვიშვილი კარიერას ასრულებს: „მე უკვე დამსახურებულად პენსიაზე უნდა გავიდე“…

1076
რეზო ჩხიკვიშვილი

რეზო ჩხიკვიშვილი სამსახიობო კარიერას ასრულებს. ქართველი მსახიობი სცენას გერმანიაში ფრიდრიხ გრილოს სახელობის თეატრში, ქართველი ავტორის, ნინო ხარატიშვილი გახმაურებული რომანის „მერვე სიცოცხლე“ მიხედვით დადგმული სპექტაკლით გამოემშვიდობა.

რეზო ჩხიკვიშვილი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში გერმანიაში მოღვაწეობდა.

„ისე დაემთხვა, რომ 30 წელია, რაც გერმანიაში ვარ და არაფერი ქართული ამ სცენაზე არ დადგმულა.

მე ქართულ დასს ჩამოვყევი, ქართულად ვითამაშე ამ სცენაზე ოიდიპოს მეფე და 30 წლის შემდეგ, როდესაც მე უკვე დამსახურებულად პენსიაზე უნდა გავიდე, მომეცა ბედნიერება, რომ ასეთ ლამაზ ნაწარმოებში ვითამაშო.

ეს ყველაფერი სიმბოლურია, მახარებს და თან სევდას მგვრის. 30 წლის წინ დავიწყე ქართულად და ვამთავრებ ქართულად“. – ამბობს რეზო ჩხიკვიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g