LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეზო ჩხიკვიშვილი საკუთარ დისშვილზე, ბახალაზე: „გიორგის, ჩემი აზრით, სამკურნალო არაფერი სჭირს…“

531

რეზო ჩხიკვიშვილი ჟურნალ „გზასთან“ კომენტარს აკეთებს დისშვილის, გიორგი გიორგანაშვილის დაკავების შესახებ. მსახიობის ბიძა აღნიშნავს, რომ სჯერა გიორგისი და მას როგორც შვილს, ისე უყურებს.

რეზო ჩხიკვიშვილი:

მე მჯერა, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს. თურმე გიორგის, რომელიც ტაქსით მოდიოდა და ორმა პოლიციელმა გააჩერა, ჯიბიდან 41 აბი „ამოუღეს“, ანუ ჩაუდეს და სასამართლო ეყრდნობა ამ ორი პოლიციელის ცრუ ჩვენებას. ტაქსისტი ამბობს, რომ მას ეს ყველაფერი არ დაუნახავს. ჰოდა, ეს მტკიცებულებაა? ხომ ყველას გვესმის, რომ სამართლიანმა სასამართლომ ეს მტკიცებულება არ უნდა მიიღოს. ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს „ჩადების“ მსხვერპლი. როცა არ ეყრდნობიან ექსპერტიზას, დნმ-ს და არც თითების ანაბეჭდი გაკეთებულა, ეს რას ნიშნავს? მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენების მიხედვით, ადამიანს 8 წელს უსჯიან და ეს სამართალია? არ აღიარებს გიორგი არჩადენილ დანაშაულს და მე მჯერა, რომ სუფთაა ამ შემთხვევაში, მაგრამ თუნდაც არ იყოს, არსებობს ჯარიმა, რომლის გადასახდელად მას წარმოუდგენლად ბევრი შრომა მოუწევდა… რვა წლის შემდეგ რომ გამოვა ციხიდან, ფეხზე ხომ ვეღარ დადგება?! ის ახლა 38 წლისაა…

ადამიანი თავის თავს აყენებს ზიანს და მიეხმარე, რომ თუ ნარკომანია, გამოჯანმრთელდეს, იმკურნალოს. თუმცა, გიორგის სამკურნალო არაფერი სჭირს, ჩემი აზრით…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g