ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ 18 აგვისტოს, ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე, კონცერტს გამართავენ. ჯგუფის დრამერ, ბექა ნაფეტვარიძის თქმით, ახლა მზადების პროცესში არიან. მსმენელს ნაცნობ და სრულიად ახალ რეპერტუარს წარუდგენენ, სულ 20-მდე სიმღერას. მათ შორის იქნება „რეზო და ბავშვების“ პოპულარული კომპოზიციები – „მეგობარო“ და „თამუნა და მაიკო“.
ჯგუფი მსმენელისთვის სიურპრიზს ამზადებს, კონცერტზე დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება. გარდა ამისა, კიდევ სხვა საინტერესო სიუპრიზებზეც ფიქრობენ, სურთ, თავიანთ კონცერტს შოუს ელემენტები შეჰმატონ და ამაზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა.
„რეზო და ბავშვების“ კონცერტი პროექტ „Check In Georgia“-ს ფარგლებში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ პროექტის თანახმად, ქართველ შემსრულებლებს აქვთ საშუალება, ბათუმის ჩოგბურთის კორტები უფასოდ გამოიყენონ, ისევე, როგორც იქ არსებული აპარატურა და ღონისძიებები თავად დაგეგმონ.