თეატრისა და კინოს რეჟისორს, მწერალსა და მხატვარ რეზო გაბრიაძეს მთაწმინდის პანთეონში დღეს დაკრძალავენ.
გაბრიაძეს 15:00 საათზე ანჩისხატის ტაძრიდან გამოასვენებენ.
თეატრისა და კინოს რეჟისორი რეზო გაბრიაძე 6 ივნისს გარდაიცვალა. ის 35-ზე მეტი ფილმის ავტორია, რომელთა შორის არის „მიმინო“, „არ იდარდო“, „ქინ ძა ძა“, „შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სამნი გზაზე“ და აშ.