ქართველი მხატვრის, თეატრისა და კინოს რეჟისორისა და მწერლის რეზო გაბრიაძის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს და ხვალ, 8 და 9 ივნისს, 16:00 საათიდან 20:00 საათამდე, თბილისის მარიონეტების სახელმწიფო თეატრის (რეზო გაბრიაძის თეატრი) შენობაში გაიმართება.
რეზო გაბრიაძის ცხედარს ანჩისხატის ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ.
ჯერჯერობით უცნობია სად დაკრძალავენ ცნობილ რეჟისორსა და მწერალს.
რეზო გაბრიაძე 6 ივნისს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.