„მძევლების“ რეჟისორს, რეზო გიგინეიშვილს კორონავირუსი აღმოაჩნდა. როგორც რუსული მედია წერს, ის „კინოტავრში“ მონაწილეობდა, კინოფესტივალიდან შინ დაბრუნების შემდეგ კი მას სიმპტომები გამოუვლინდა. მან ანალიზი ჩააბარა და მალევე პასუხი მიიღო, რომ კოვიდდადებითია. მასთან ერთად კორონავირუსით დაინფიცირდა კიდევ ერთი რეჟისორი, ნიგინა საიფულაევა. კინოფესტივალი „კინოტავრი“ სოჭში გაიმართა.