LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანა „ალექსანდრე მაკქუინის“ შავ და ვარდისფერ კაბებში (ფოტო)

40

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკული Vogue-ის სექტემბრის ნომრის გმირი რიანა იქნება. გამოცემის ამ წინადადებას 36 წლის მომღერალი მას შემდეგ დათანხმდა, რაც პირობა მიიღო, რომ ფოტოსესიის მსვლელობას თავად გააკონტროლებდა. მისივე კატეგორიული მოთხოვნით ფოტოგრაფი ფერადკანიანი უნდა ყოფილიყო, რაც გამოცემის ისტორიაში პირველად ხდება.

იქამდე კი რიანა ბრიტანული Vogue-ის გარეკანს ამშვენებს.  ფოტოებზე მუსიკოსი „ალექსანდრ მაკქუინის“ შავ და ვარდისფერ კაბებში პოზირებს, რომლებიც საკუთარი ბრენდის ხელთათმანთან აქვს შეხამებული. მომღერლის ვიზაჟზე ისამაია ფრენჩმა იმუშავა, რომელმაც რიანას ედიტ პიაფის სტილი მოარგო. (ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები