ტრადიციისამებრ ყოველი წლის 31 აგვისტოს რიანა ბარბადოსში ბრუნდება, სადაც ყოველწლიურ კოსტიუმირებულ ფესტივალში, Crop Over მონაწილეობს. წინა წელს მან გადატვირთული გრაფიკის გამო ღონისძიება გამოტოვა, წელს კი მისი საპატიო სტუმარი გახდა.
როგორც ყოველთვის, ფესტივალზე რიანა ძალიან ეფეტური ლუქით გამოჩნდა. 31 წლის მომღერალი „დევიდ ლაპორტის“ საკარნავალო ვარდისფერ კაბაში ბრწყინავდა. კაბა ბუმბულებით და კორსეტით ასევე უამრავი თვლებით იყო გაფორმებული.