რიანასა და ჰასან ჯამილის ურთიერთობა უკვე 2 წელს ითვლის. მიუხედავად იმისა, რომ მედიაში არაერთხელ დაიწერა მათი დაშორების შესახებ, როგორც ჩანს წყვილის რომანი გრძელდება, რადგან ახლახან ისინი მალიბუში დააფიქსირეს.
საინტერესოა, რომ ბარბადოსელი ლამაზმანი და არაბი მილიარდერი პაპარაცების ობიექტივში რესტორნიდან გამომავალი ცალ-ცალკე, დაცვის თანხლებით მოხვდნენ.
შეგახსენებთ, რომ რიანამ ჰასან ჯამილთან რომანი მიმდინარე წლის ივნისში, Vogue-თან დაადასტურა.