რიანამ ახალი სიმღერა სახელწოდებით „Love on the Brain“ დააანონსა. სინგლი რიგით მეოთხეა მის უკანასკნელ ალბომში „Anti“.
რადიოსადგურებში სიახლე 27 სექტემბრიდან გამოჩნდება. თავდაპირველად რიანამ ის Billboard Music Awards-ზე შეასრულა.
აქამდე დისკის მხარდასაჭერად სამი სინგლი „Work“, „Kiss It Better“ და „Needed Me“ გამოვიდა.