რიანამ „ინსტაგრამზე“ გადაუმოწმებელი ფაქტი დაპოსტა. მომღერალმა დაწერა, რომ მის გამოსვლას ფესტივალზე „Rock In Rio“ უფრო მეტმა ადამიანმა უყურა, ვიდრე „MTV VMA 2015“-ს.
ინფორმაცია, ბუნებრივია, არასწორი აღმოჩნდა. რიანას გამოსვლას თვალი 7,5 მილიონმა ადამიანმა მიადევნა, რაც შეეხება MTV VMA 2015-ს, მას 10 მილიონმა ადამიანმა უყურა.