LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანამ ხმის ჩამწერ სტუდიაში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა

110
photo-collage.png (1)

რიანამ Instagram-ზე ვლოგი გამოაქვეყნა, რომლის რამდენიმე ეპიზოდში ხმის ჩამწერ სტუდიაშია აღბეჭდილი. ვიდეოს ამ ნაწილმა არტისტის მსმენელში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. კადრებში მომღერალი ტექსტებზე მუშაობის პროცესშია გადაღებული, რითაც საფუძვლიანი ეჭვი გაჩნდა, რომ ის ახალი მუსიკის შექმნას, ოფიციალურად შეუდგა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, რიანასთვის მუსიკალურ კარიერაზე წინ, მოდისა და სილამაზის სამყარო, ასევე ოჯახი იდგა.

მიუხედავად იმისა, რომ ბარბადოსელ ლამაზმანს შემოქმედებითი პაუზა დროში ძალიან გაეწელა, მისი გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდებიან, როდის დაბრუნდება ის სცენაზე. როგორც ჩანს, ხმაურიანი ,,ქამბექი” არც თუ ისე შორსაა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს, შემსრულებელმა 2025 წელს ,,სმურფების” რიბუთის, ხოლო 2022-ში – ,,შავი პანტერას” სიქუელის საუნდტრეკებზე იმუშავა. ამ უკანასკნელის წამყვანი სინგლით – Lift Me Up, რირი ,,ოქროს გლობუსისა” და ,,ოსკარის” ნომინანტი, პირველად გახდა. მუსიკოსის დისკოგრაფიიდან ბოლო ნამუშევარი, მერვე სტუდიური ალბომი – Anti, 2016 წლით თარიღდება.

რიანა პირველ ქალ არტისტად იქცა, ვისაც კარიერაში ყველაზე მეტი ბრილიანტის სერტიფიცირებული სინგლი აქვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები