რიანამ ერთდროულად ორი კლიპი დააანონსა, რომლებიც მის ახალ ალბომში „Anti“ შედის. საუბარია თრექებზე „Needed Me“ და „Kiss It Better“, კლიპიდან ფოტოები კი მან „ინსტაგრამზე“ გააზიარა.
მომღერლის უკანასკნელი ალბომი 27 იანვარს გამოვიდა. დისკმა პრესტიჟული ამერიკული ჩარტის მოწინავე პოზიციის დაპყრობაც შეძლო.
ადრე ალბომის მხარდასაჭერად ლიდ0სინგლი „Work“ გამოვიდა, რომელიც რიანამ დრეიკთან ერთად ჩაწერა. თრექი Billboard Hot 100-ის სათავეში მოხვდა.



