ვარსკვლავები ხშირად გვაოცებენ თავისი უცნაურობებით და არც რიანაა გამონაკლისი – მუსიკოსმა სუნამოს გამოყენება აუკრძალა საკუთარ ვიზაჟისტს, რადგან როგორც თვითონ აღნიშნა, ნაცნობმა არომატმა მას ძველი ურთიერთობები გაახსენა.
„ყველა არომატი რომელიმე მნიშვნელოვან მოვლენას ან ადამიანს უკავშირდება ჩემს ცხოვრებაში. ჩემმა ვიზაჟისტმა ის პარფიუმი გამოიყენა, რომელსაც მე ყოფილ ბოიფრენდთან ურთიერთობისაას ვიყენებდი. არ მესიამოვნა და ვთხოვე აღარ გამოეყენებინა”. – განაცხადა რირიმ.
ვინ იგულისხმა რიანამ – უცნობია. შესაძლოა ეს კრის ბრაუნი ან კალათბურთელი მეტ კემპი იყოს.