LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანას ახალი ალბომის გამოსვლის თარიღი ცნობილია – მომღერლის ვნებიანი ფოტოსესია

rihanna-diamond-ball-cb-2018-billboard-1548

თითქმის სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რიანამ მერვე სტუდიური ალბომი Anti გამოუშვა. როგორც ჩანს ბარბადოსელი ლამაზმანის თაყვანისმცემლებს დიდხანს ლოდინი აღარ მოუწევთ, რადგან 30 წლის ვარსკვლავი მათ უახლოეს მომავალში ახალ ნამუშევარს შესთავაზებს.

ამ დღეებში, ,,გრემის” მფლობელმა შემსრულებელმა ,,ინსტაგრამზე” საკუთარი კოსმეტიკური ბრენდის Fenty Beauty ახალი ხაზის საიმიჯო ფოტოები გამოაქვეყნა. საინტერესოა, რომ ერთ-ერთ ფოტოზე რირის აქტიურმა ფანმა კომენტარი დატოვა და იკითხა, როდის გამოვიდოდა მისი ახალი დისკი.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რიანამ თაყვანისმცემელს ,,რიფლაი” გაუკეთა და პასუხად მხოლოდ 2019 დაწერა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთსო მომღერალი მუსიკალურ კარიერას მომავალი წლიდან დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ფირფიტა, რომლის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია, რიანას დისკოგრაფიაში რიგით მეცხრე იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები