LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიჟვაძე: გადავწყვიტეთ, რომ აჭარაში დავაფინანსოთ უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა

104
Untitled design (2)

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, რეგიონში იწყება მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომელიც უშვილობის დიაგნოსტიკას და მკურნალობას გულისხმობს.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ პირები, რომელთაც შვილის ყოლის მიზნით ესაჭიროებათ რეპროდუქციული სამედიცინო დახმარების გაწევა.

დაფინანსდებიან სხვადასხვა სოციალური კატეგორიის პირები. აღნიშნული პროგრამისთვის ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა. მომართვიანობიდან გამომდინარე კი შემდგომ ეტაპზე ბიუჯეტი გაიზრდება.

“ახალი ბიუჯეტის დაგეგმვის დროს სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით მოქალაქეთა მომართვიანობა გავითვალისწინეთ. გვაქვს ახალი ინიციატივები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აჭარაში დავაფინანსოთ უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

ამ მიმართულებით უკვე შემდეგი კორექტირების დროს, ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ნახევარ მილიონ ლარზე მეტი. მომართვიანობიდან გამომდინარე კი, მომავალ წლებში გაიზრდება დაფინანსება”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g