„კიდევ ერთხელ მსურს, დავუდასტურო ჩემი პატივისცემა და ქედი მოვიხარო ჩვენი თითოეული სამხედროს წინაშე, მათი დედების წინაშე, რომლებმაც გმირი ვაჟკაცები გაუზარდეს ჩვენს სამშობლოს“, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
როგორც მან დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მისი შეფასება ლაჩრობასთან დაკავშირებით სააკაშვილს და მის ამფსონებს ეკუთვნის.
„ყველამ ნახა, რომ მთავრობის ანგარიშის განხილვა რადიკალებთან არის ჩვეულებრივი წყლის ნაყვა, ვინაიდან მათ არ აინტერესებთ რეალურად რა კეთდება აჭარაში და არც შედის მათ ინტერესში აჭარის მოსახლეობის კეთილდღეობა.
ნაცვლად ამისა, ჩვენ ვიხილეთ კამპანია, თითქოს ჩვენს გმირ მებრძოლებს, საამაყო ჯარისკაცებს შეურაცხყოფა მივაყენე. კიდევ ერთხელ, მსურს დავუდასტურო ჩემი პატივისცემა და ქედი მოვიხარო ჩვენი თითოეული სამხედროს წინაშე, მათი დედების წინაშე, რომლებმაც გმირი ვაჟკაცები გაუზარდეს ჩვენს სამშობლოს.
„გუშინ აჭარის მძარცველმა ბანდამ იკადრა და თქვა, რომ 2008 წელს მე გავიქეცი“ - მიხეილ სააკაშვილი თორნიკე რიჟვაძეს პასუხობს
აჭარის მთავრობის მეთაურის თორნიკე რიჟვაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც 2008 წლის ომს „ლაჩრულად“ წაგებული ომი უწოდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით პასუხობს და წერს, რომ „2008 წლის აგვისტოში უარი რომ არ ეთქვა, ისევე როგორც ზელენსკის 2022-ში დასავლელი მეგობრების შემოთავაზებაზე ქვეყნის დატოვების შესახებ, ქართული დროშაც აღარ იფრიალებდა“. მისივე თქმით, სწორედ ქართველი გმირი ჯარისკაცების […]
სწორედ მათი ვაჟკაცობით, მათი თავგანწირვით და დაღვრილი სისხლით გადავრჩით და არა მხდალი და სიმულანტი სააკაშვილით, რომელმაც ტერიტორიები დაგვაკარგვინა, მიატოვა ქართული ჯარი და ხალხი, ბოლოს უკვე ნებაყოფლობით უარი განაცხადა საქართველოს მოქალაქეობაზე.
ჩემი შეფასება ლაჩრობასთან დაკავშირებით, სწორედ მას და მის ამფსონებს ეკუთვნის და ეკუთვნოდა“. – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.