LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე: რიჟვაძეს დაუბრუნებია სააკაშვილი პოლიტიკაში, თორნიკე, რა ქენი ეს – სად ბრუნდება, როგორ ბრუნდება, ვის დაკარგვია?

176
რიჟვაზე და მდინარაძე

„რიჟვაძეს დაუბრუნებია სააკაშვილი პოლიტიკაში. თორნიკე, რა ქენი ეს – ჯერ ფიზიკურად რომ დაბრუნდა სააკაშვილი, რა ქნა და ახლა პოლიტიკურად რომ დაბრუნდება, მერე რას იზამს, ვის დაკარგვია? თუ დაბრუნდება, საჩუქარი იქნება ჩვენთვის“, – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ დეპუტატი, მამუკა მდინარაძე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ექსპრეზიდენტი ქართულ პოლიტიკაში აქტიურად დაბრუნებას გეგმავს.

„დღეიდან ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ყველა „სასამართლოში“, სადაც ფიზიკურად შევძლებ“ – სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში გააქტიურებას აანონსებს

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სააკაშვილი რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს, ჯერ საქართველოს მოქალაქეობა უნდა მიიღოს, რასაც თავისი პროცედურები აქვს და „კრიტერიუმებს თუ დააკმაყოფილებს – გამოცდები და მთელი ამბავია“.

„ქართულ პოლიტიკაში რომ დაბრუნდეს სააკაშვილი, საჭიროა მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქართულ პოლიტიკაში ვერ ჩაერევა.

ამიტომ ჯერ უნდა თქვას, საქართველოს მოქალაქეობას მივიღებო, რომელზეც უარი ვთქვიო. ამის შემდეგ შეიძლება სერიოზულად აღვიქვათ.

ჯერ უნდა მოითხოვოს მოქალაქეობა შესაბამისი კრიტერიუმებით და ახლა ეს არის წმინდა წყლის მდარე „ფეიკ პიარი“, სად ბრუნდება, როგორ ბრუნდება, ჯერ ფიზიკურად რომ დაბრუნდა, რა ქნა, ახლა პოლიტიკურად რომ დაბრუნდება, მერე რას იზამს, ვის დაკარგვია?“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, სააკაშვილი სისხლის სამართლის დამნაშავეა და „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ და მხოლოდ გამოადგება, თუ დაბრუნდება:

ელისაშვილი რიჟვაძეს მიმართავს: „ყველა ნაომარ ბიჭს ბოდიში უნდა მოუხადოს! ანწუხელიძეა ბიჭო შენი ლაჩარი?“

„საჩუქარი იქნება, რადგან რამდენჯერაც დაინახავს ქართველი ადამიანი სააკაშვილს, სიმბოლოა ეს კაცი ბოროტების და მიხვდება, როგორ უნდა განასხვაოს ბოროტი და კეთილი, ბნელი და ნათელი“. – განაცხადა მდინარაძემ.

ვოლსკი: „როცა ცარიელი თავით ხარ, შეიძლება რაღაც სიტყვას გაეკიდო, მაგრამ რიჟვაძემ კარგად დაასაბუთა რა იგულისხმა – მთავარსარდალი, რომელმაც მიწაზე იხოხიალა“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები