LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც შენი ქვეყნის ჯარისკაცებს ბრალს დებ ლაჩრობაში, შენ ხარ მტერი – სად იყო ვიღაც რიჟვაძე 2008 წელს? 19 წლის იყო, დიდი ეჭვი მაქვს,  გაქცევას ცდილობდა“ – დევი ჭანკოტაძე

141
ჭანკოტაძე რიჟვაძეზე

„სად იყო თორნიკე რიჟვაძე 2008 წელს? 19 წლის იყო და დიდი ეჭვი მაქვს, ამ დროს სარფის საზღვრის გადალახვას და გაქცევას ცდილობდა“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დევი ჭანკოტაძემ განაცხადა.

ელისაშვილი რიჟვაძეს მიმართავს: „ყველა ნაომარ ბიჭს ბოდიში უნდა მოუხადოს! ანწუხელიძეა ბიჭო შენი ლაჩარი?“

აღნიშნულით ჭანკოტაძე გამოეხმაურა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებას, რომელმაც 2008 წლის ომს „ლაჩრულად წაგებული“ უწოდა.

მდინარაძე: რიჟვაძეს დაუბრუნებია სააკაშვილი პოლიტიკაში, თორნიკე, რა ქენი ეს – სად ბრუნდება, როგორ ბრუნდება, ვის დაკარგვია?

მისივე თქმით, რიჟვაძემ ამ განცხადებით შეურაცხყოფა მიაყენა ყველა დაღუპულ სამხედროს, მათ ოჯახებსა და ვეტერანებს.

„როდესაც შენი ქვეყნის ჯარისკაცებს ბრალს დებ ლაჩრობაში, შენ ხარ საქართველოს მტერი, ნაძირალა. ამ განცხადებით მან შეურაცხყოფა მიაყენა ყველა დაღუპულ სამხედროს, მათ ოჯახებს, ვეტერანებს.

ერთი შეკითხვა მაქვს ვიღაც თორნიკე რიჟვაძესთან – სად იყო 2008 წელს? 19 წლის იყო და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ცდილობდა სარფის საზღვრის გადალახვას და ვინ არის ლაჩარი, 2008 წლის ომის მონაწილეები თუ თვითონ? შესაბამის პასუხს გასცემს საზოგადოება და სამხედროები“. – განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.

ვოლსკი: „როცა ცარიელი თავით ხარ, შეიძლება რაღაც სიტყვას გაეკიდო, მაგრამ რიჟვაძემ კარგად დაასაბუთა რა იგულისხმა – მთავარსარდალი, რომელმაც მიწაზე იხოხიალა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g