LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გუშინ აჭარის მძარცველმა ბანდამ იკადრა და თქვა, რომ 2008 წელს მე გავიქეცი“ – მიხეილ სააკაშვილი თორნიკე რიჟვაძეს პასუხობს

150
მიხეილ სააკაშვილი

აჭარის მთავრობის მეთაურის თორნიკე რიჟვაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც 2008 წლის ომს „ლაჩრულად“ წაგებული ომი უწოდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით პასუხობს და წერს, რომ „2008 წლის აგვისტოში უარი რომ არ ეთქვა, ისევე როგორც ზელენსკის 2022-ში დასავლელი მეგობრების შემოთავაზებაზე ქვეყნის დატოვების შესახებ, ქართული დროშაც აღარ იფრიალებდა“.

მისივე თქმით, სწორედ ქართველი გმირი ჯარისკაცების დამსახურებაა, რუსეთმა ვერცერთი თავისი სტრატეგიული ამოცანა, რომ ვერ შეასრულა.

„გუშინ აჭარის მძარცველმა ბანდამ იკადრა და თქვა, რომ 2008 წელს მე გავიქეცი.

2008 წლის აგვისტოში მე უარი რომ არ მეთქვა, ისევე როგორც ზელენსკის 2022-ში დასავლელი მეგობრების შემოთავაზებაზე ქვეყნის დატოვების შესახებ, ქართული დროშაც აღარ იფრიალებდა.

სწორედ ამიტომ არსებობს ის ბათუმი, სადაც ახლა „ხელისუფლება” ჩეჩენ ბანდიტებს და რუს ოფიცრებს მასპინძლობს და მათ დაკრულზე ცეკვავს.

ბრავო ელგუჯა ბაგრატიონს და გიორგი კირთაძეს! მაგრად მოსვეს ეს რუსის მონები ადგილზე.

მათ ასევე ისაუბრეს 2008 წლის აგვისტოს ომში ჩვენს „სამარცხვინო მარცხზე“.

უკრაინას მაინც უნდა ეჩვენებინა თუ რას გადავარჩინეთ საქართველო 2008-ში.

რუსეთმა ვერცერთი თავისი სტრატეგიული ამოცანა ვერ შეასრულა და ეს ვერ უპატიებია დღემდე ჩემთვის პუტინს.

სწორედ ეს არის ჩვენი გმირების დამსახურება. დღეს კიდევ ესენი რუს ოფიცრებთან ერთად ჩემს აშენებულ “რედისონში” სხედან და ჩვენს გმირებს დასცინიან, მე კი ტყვეობაში ვრჩები“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

გუშინ აჭარის მძარცველმა ბანდამ იკადრა და თქვა, რომ 2008 წელს მე გავიქეცი.

2008 წლის აგვისტოში მე უარი რომ არ მეთქვა,…

Posted by Mikheil Saakashvili on Friday, 16 June 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები