ბოლო პერიოდში რიდლი სკოტის სახელი არაერთხელ გაჟღერდა. მან უამრავ პროექტზე დაასრულა მუშაობა და გაჩერებას არც მომავალში გეგმავს.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ რეჟისორო ლეგენდარული ჯგუფ, Bee Gees-ის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, Bee Gees ბრიტანულ-ავსტრალიური ტრიოა, რომლის შემადგენლობაშიც ძმები გიბები იყვნენ წარმოდგენილნი. ბენდი 60-70-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური პროექტი გახლდათ.
რიდლი სკოტის „ნაპოლეონის“ პირველი „თრეილერი“ გავრცელდა

