LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,უკმაყოფილო” სელმა ჰაიეკის პირველი ფოტოები „გუჩის სახლის“ გადასაღები მოედნიდან

207
42083224-0-image-a-5-1619098437110

როგორც ცნობილია, უკვე ერთი თვეა, იტალიაში, მაურიციო გუჩის მკვლელობის შესახებ რიდლი სკოტი კრიმინალურ დრამას იღებს. ფილმში „გუჩის სახლი“ მთავარ როლებს 34 პოპ-ვარსკვლავი ლედი გაგა და 37 წლის მსახიობი ადამ დრაივერი ასრულებენ. ფილმში ასევე ალ პაჩინოჯარედ ლეტორობერტ დე ნიროჯერემი აირონსი და სელმა ჰაიეკი გამოჩნდებიან.

ლეგენდარული ალ პაჩინო და ლედი გაგა – უახლესი ფოტოები „გუჩის სახლის“ გადასაღები მოედნიდან

„რთულია მსახიობობა“ – ლედი გაგა „გუჩის სახლის“ გადაღებებზე, დუბლებს შორის კბილებს იხეხავს

ფილმის ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდის გადაღება დასრულდა. ახლა უკვე ასპარეზზე სელმა ჰაიეკი გამოჩნდა. ცნობისთვის, ის ნათელმხილველის როლს ასრულებს, რომელსაც მაურიციო გუჩის მკვლელობის თანამონაწილეობის გამო ციხეში ჩასვამენ.

სულ ცოტა ხნის წინ გადასაღები მოედნიდან სელმას პირველი ფოტოც გავრცელდა, ის  წვიმიანი ამინდის გამო 54 წლის მსახიობი ქოლგას იყო შეფარებული და უკმაყოფილო სახით მიემართებოდა რომის ქუჩებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები