„ოსკარის“ რიგით 96-ე ცერემონია დასრულდა, ცნობილია გამარჯვებულთა სია.
„ოსკარი“ 2024 წლის გამარჯვებულები ცნობილია
4 ოსკარი დაიმსახურა იორგოს ლანთიმოსის ფილმმა, Poor Things. ემა სტოუნს კი „საუკეთესო მსახიობი ქალის“ კატეგორიაში კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო გადაეცა. ეს ემასთვის მეორე ოსკარია, პირველი მან „ლა ლა ლენდისთის“ დაიმსახურა, რომელიც 2016 წელს გამოვიდა.
35 წლის მსახიობი ცერემონიალზე ულამაზესი, ღია სალათისფერი კაბით მივიდა. ამ ლუქით ვარსკვლავმა ფილმის გმირის, ბელა ბაქსტერის იმიჯი გაიმეორა.