LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიგით მესამე ვიზიტი – “პატრიოტთა ალიანსის” სამკაციანი დელეგაცია მოსკოვში მიემგზავრება

89

პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატები დღეს მოსკოვში მიემგზავრებიან. რიგით მესამე ვიზიტის შემადგენლობა უცვლელია – ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე. “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატის ადა მარშანიას განცხადებით, შეხვედრებზე საუბარი შეეხება რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ ყველა საჭირბოროტო საკითხს. პარტიაში აცხადებენ, რომ ქვეყნისთვის პრიორიტეტი არა იზოლაციის გამოცხადება, არამედ საქართველოს გამთლიანებისთვის მოქმედებაა საჭირო.

“სახელმწიფო დუმაში და ფედერაციის საბჭოში გვექნება შეხვედრები, მაგრამ სახელმწიფო დუმაში ამჯერად სხვადასხვა კომიტეტის დეპუტატებს შევხვდებით, გარდა ბატონი კალაშნიკოვის კომიტეტისა. ეს იქნება მესამე ვიზიტი და იმაზე ვისაუბრებთ, რაზეც ვსაუბრობდით პირველ და მეორე შეხვედრებზე. ყოველთვის იქნება საუბარი სოხუმზე, ცხინვალზე, მცოცავ ოკუპაციაზე, ყველა იმ ძალიან მძიმე და ტრაგიკულ თემაზე, რაც რუსეთის ფედერაციასა და ჩვენს ქვეყანას შორის არსებობს. ჩვენ გვინდა, რომ არც ერთი თემა ტაბუირებული არ იყოს. ყველა საჭირბოროტო საკითხზე სასაუბროდ მზად ვართ. ვნახავთ მათ რეაქციას”, – განაცხადა ადა მარშანიამ. 

ადა მარშანიას თქმით, შეხვედრებში მონაწილეობას მხოლოდ დეპუტატები მიიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g