„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის განცხადებით, საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი, რომელსაც 13 თებერვალს უყრიან კენჭს, საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს აღიარებს.
აღნიშნულის შესახებ რიკარდ იოზვიაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს:
„ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი, რომელსაც კენჭს ხვალ უყრიან, აგრძელებს სალომე ზურაბიშვილის ღიარებას საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად.
რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს, მოიწვიოს იგი მომავალ სამიტზე და წარმოადგინოს საქართველო ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მომავალ სამიტზე“, – აღნიშნულია რიკარდ იოზვიაკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისათვის, საქართველოს შესახებ რეზოლუციას ევროპარლამენტი 13 თებერვალს უყრის კენჭს.
draft 🇪🇺parliament resolution be voted tomorrow: "continues to recognise Salome Zourabichvili as the legitimate President of 🇬🇪 & representative of the 🇬🇪 people" calls 🇪🇺Council to invite her to an upcoming summit & to represent 🇬🇪 at the next European Political Community Summit
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) February 12, 2025