LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიკოთის ალტერნატიული გზა ფასიანი იქნება

109

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი არ გამორიცხავს, რომ რიკოთის ალტერნატიული გზა ფასიანი იქნება.

მისი განცხადებით, ალტერნატიულ გზაზე – ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე სამუშაოები რიკოთის ცენტრალური გზის პარალელურად მიმდინარეობს.

მისივე თქმით, აღნიშნული მონაკვეთის დასრულება სამ წელიწადში იგეგმება და შემდეგი ხელისუფლება გადაწყვეტს, უნდა იყოს თუ არა აღნიშნული გზა ფასიანი.

”ჩემი აზრით, ალტერნატიული გზა ფასიანი უნდა იყოს და ეს ნუ აშინებთ ქართველებს. ამ გზით უმეტესად ”აბრეშუმის გზის” ქვეყნები ისარგებლებენ, უცხოელები და ჩვენ არ ვართ ვალდებული, მათ უნიკალური გზები უფასოდ გავუკეთოთ”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

მისივე თქმით, უზარმაზარი ვალი, რომელიც, ამ გზის დასრულების შემდეგ საქართველოს დარჩება, სახელმწიფომ სწორედ ამ გზით უნდა გადაიხადოს. რაც შეეხება რიკოთის ცენტრალურ მაგისტრალს და რიკოთის გვირაბს, მინისტრის თქმით, 2020 წლამდე არა მხოლოდ რიკოთის გვირაბის აღნიშნული მონაკვეთი დასრულდება, არამედ E60 და E70 მონაკვეთებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები