რიკოთის უღელტეხილზე ტრაილერი ამოტრიალდა და ოთხ მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად ავტომობილებში მსხდომი პირები მსუბუქად დაშავდნენ.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის შესახებ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ფოტო: ipn.ge