LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რიონის ხეობის მცველებმა” სოფელ ტვიშსა და გუმათში ახალი კარვები განათავსეს

89
კარვები რიონის ხეობაში

200-დღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, “რიონის ხეობის მცველები” პროტესტს აგრძელებენ. სოფელ გუმათსა და ტვიშში მათ ორი ახალი კარავი განათავსეს. როგორც სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, ხელისუფლება გონივრულ გადაწყვეტილებამდე ამ დრომდე ვერ მივიდა და შესაბამისად, არც დათმობაზე მიდის, ამდენად, მათი თქმით, ისინი “ნამოხვანჰესის” წინააღმდეგ უწტვეტ პროტესტს განაგრძობენ.

“ხეობის მცველების” განცხადებით, მიუხედავად დაპირებისა, კომპანია “ენკა” რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოებს მაინც აგრძელებს.

“კომპანია “ენკამ” ინტენსიურად სხვა გზების გამოყენება დაიწყო, ამიტომ ჩვენ ახალი კარვები განვათავსეთ და ამის უფლება, რასაკვირველია, გვაქვს. იმისთვის, რომ ისინი ჩვენ თვალწინ იყვნენ, ხოლო ჩვენი აქ ყოფნით მათ ერთგვარი დისკომფორტი შევუქმნათ,” – განაცხადა  მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” დამფუძნებელმა, მარიტა მუსელიანმა.

კაშხალი არ აშენდება უახლოესი 12 თვის განმავლობაში – თურნავა „ნამახვანჰესზე“

ტყუილია, რომ კაშხლის მშენებლობა შეჩერდა, ეს მხოლოდ ფორმალური განცხადებაა: “რიონის ხეობის მცველები”

 

magti 5g